ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, iPhone-ების უმსხვილესი მწარმოებელი, Foxconn Technology Group-ი საგადასახადო აუდიტს დაექვემდებარა. შემოწმდა Foxconn-ის რამდენიმე შვილობილი კომპანია, რომლებიც სხვადასხვა რეგულაციისა და კანონის დარღვევაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტმა Faxconn-ის საწარმოების მიწათსარგებლობის შესახებაც დაიწყო გამოძიება. ჩინური მედია არ ასახელებს გამოძიების ჩატარების დროს ან სხვა დეტალებს.
უცხოური მედიის თანახმად, ერთი-ერთი შვილობილი კომპანია, Hon Hai Precision Industry მზადაა ჩინეთის ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს.