LIVE

ეროვნულმა ბანკმა $40 000 000 გაყიდა

17 ოქტ 202316:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 402
ეროვნულმა ბანკმა $40 000 000 გაყიდა

დღეს ეროვნულმა ბანკმა მორიგი ინტერვენცია განახორციელა. სებ-ის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6918 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ სანქციების აღსრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ, რის ფონზეც ლარი მკვეთრად გაუფასურდა, სებ-მა ინტერვენციები გაააქტიურა:

  • 20 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა;
  •  21 სექტემბერს აუქციონზე გატანილი 50 000 000 აშშ დოლარიდან 37 150 000 აშშ დოლარი გაიყიდა;
  •  25 სექტემბერს აუქციონზე გატანილი 30 000 000 დოლარიდან მხოლოდ 7 600 000 დოლარი გაიყიდა;
  • 6 ოქტომბერს გამართულ აუქციონზე სებ-მა გასაყიდად 50 000 000 აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 44 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა.