LIVE

ეროვნულმა ბანკმა $44 900 000 გაყიდა

06 ოქტ 202316:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 447
ეროვნულმა ბანკმა $44 900 000 გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი ინტერვენცია განახორციელა. 6 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად 50 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 44 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

სებ-ის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716 შეადგინა.

ამასთან, ეროვნულ ბანკში სავალუტო აუქციონის მოტივაციასაც განმარტავენ და აცხადებენ, რომ "სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით".

აღსანიშნავია, რომ სანქციების აღსრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ, რის ფონზეც ლარი მკვეთრად გაუფასურდა, სებ-მა ინტერვენციები გაააქტიურა:

  • 20 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა;
  •  21 სექტემბერს აუქციონზე გატანილი 50 000 000 აშშ დოლარიდან 37 150 000 აშშ დოლარი გაიყიდა;
  •  25 სექტემბერს აუქციონზე გატანილი 30 000 000 დოლარიდან მხოლოდ 7 600 000 დოლარი გაიყიდა.