საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით, მომავალ წელს კი - 4.8%-ით გაიზრდება.
სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზი გაუმჯობესებულია. აქამდე ორგანიზაცია 6%-იან ზრდას ელოდა.
უახლესი პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი წელს 2.4%-მდე, ხოლო მომავალ წელს 2.7%-მდე გაიზრდება.
სავალუტო ფონდის თანახმად, წელს უმუშევრობა 18.4-ს%, ხოლო 2024 წელს 18.6%-ს შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წელს გლობალური მშპ-ს პროგნოზი უცვლელად - 3%-ზე დატოვა, 2024 წლის პროგნოზი კი 2.9%-მდე შეამცირა. ივლისში გამოქვეყნებულ დოკუმენტში IMF მომავალ წელს 3%-იან ზრდას ელოდა.
მოსალოდნელია, რომ გლობალურად საშუალო წლიური ინფლაცია მიმდინარე წელს 2022 წლის 8,7%-დან 6,9%-მდე, 2024 წელს კი 5,8%-მდე შემცირდება.
სავალუტო ფონდი ელის, რომ ეტაპობრივად შემცირდება საბაზო ინფლაციაც, რომელიც საკვებისა და ენერგეტიკის ცვალებად ფასებს გამორიცხავს. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეს მაჩვენებელი გასული წლის 6,4%-დან 6,3%-მდე შემცირდება, 2024 წელს კი 5,3%-ს შეადგენს.