LIVE

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

02 ოქტ 202317:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 483
ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.28 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6811 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.63 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8259 ლარი გახდა.

აღნიშნული კურსები ძალაში 3 ოქტომბრის ჩათვლით იქნება.