LIVE

გერმანიამ AstraZeneca-ს გამოყენება შეაჩერა

15 მარ 202118:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 13479
გერმანიამ AstraZeneca-ს გამოყენება შეაჩერა
JOEL SAGET/AFP

გერმანიის მთავრობა, თრომბის განვითარების შემთხვევების გამო, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას აჩერებს. ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება “სიფრთხილის მიზნით”, გერმანიის ვაქცინის ეროვნული მარეგულირებლის, პოლ ერლიხის ინსტიტუტის, რჩევით მიიღო. ინსტიტუტი საეჭვო შემთხვევებს გამოიძიებს. 

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის წამლის ასოციაციამ უნდა გადაწყვიტოს ახალ ინფორმაციას ექნება თუ არა გავლენა ვაქცინის ავტორიზაციაზე.

სამინისტროს განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის თუ სად და როდის დაფიქსირდა თრომბის შემთხვევები. 

ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანას ასევე, შეჩერებული აქვს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება. პროცესის გაგრძელებისკენ მათ, საფრანგეთთან ერთად, სწორედ გერმანია მოუწოდებდა

AstraZeneca–ს თქმით, მის ვაქცინასთან დაკავშირებით შეშფოთების მიზეზი არ არსებობს და ზოგად მოსახლეობასთან შედარებით, თრომბის შემთხვევები აცრილ მოსახლეობაში ნაკლებია. ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის მტკიცებით, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში აცრილი 17 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები ყურადღებით შეისწავლა და დაასკვნა, რომ ვაქცინა ფილტვის თრომბოემბოლიის, ღრმა ვენების თრომბოზის ან თრომბოციტოპენიის განვითარების რისკს არ ზრდის. 

საქართველომ ვაქცინაცია დღეს სწორედ AstraZeneca–ს ვაქცინებით დაიწყო. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია