LIVE

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ChatGPT-ის მსგავსი ინსტრუმენტის შექმნაზე მუშაობს

30 სექ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 519
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ChatGPT-ის მსგავსი ინსტრუმენტის შექმნაზე მუშაობს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) ChatGPT-ის მსგავსი ხელსაწყოს შექმნაზე მუშაობს.

ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით სააგენტოს თანამშრომლებს საჯარო ინფორმაციის გაფილტვრა და საჭირო ფაქტების მოძიების პროცესი გაუმარტივდებათ. სააგენტოს შესაბამის სამმართველოში აცხადებენ, ინსტრუმენტი მალე იქნება ხელმისაწვდომი.

CIA-ს Open-Source Enterprise-ის სამმართველოს უფროსი, რენდი ნიქსონი აცხადებს, რომ AI ხელსაწყო თანამშრომლებს საშუალებას მისცემს საჭირო ინფორმაციის თავდაპირველი წყარო მოიძიონ. მისივე თქმით, ჩატის ფუნქცია ინფორმაციის სწრაფად დახარისხებისთვის ეფექტური მეთოდია. აღსანიშნავია, რომ სადაზვერვო საზოგადოებას ხშირად აკრიტიკებდნენ სწორედ ღია წყაროებიდან მონაცემების ნელი ტემპით დამუშავების გამო.

AI ინსტრუმენტის განვითარების ნაბიჯს უცხოური მედია მოიაზრებს, როგორც უფრო მასშტაბური სამთავრობო კამპანიის ნაწილს - აშშ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ნაწილში ცდილობს კონკურენცია გაუწიონ ჩინეთს, რომელიც 2030 წლისთვის გეგმავს დარგის გლობალური ლიდერი გახდეს.

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ის 18 სადაზვერვო უწყებისთვის, რომელთა შორისაა: CIA, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, გამოძიების ფედერალურ ბიურო და ის სააგენტოები, რომლებსაც სამხედრო უწყებები მართავენ.