LIVE

შტაინმაიერი: გერმანიამ მიგრანტების "ლიმიტს" მიაღწია

25 სექ 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 267
შტაინმაიერი: გერმანიამ მიგრანტების "ლიმიტს" მიაღწია

გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის, განცხადებით, გერმანიამ მიგრანტების ლიმიტს მიაღწია და ქვეყანა ახალი მიგრანტების მიღებისას სირთულეებს აწყდება. 

"მსგავსად იტალიისა, გერმანიამაც თავისი შესაძლებლობების ლიმიტს მიაღწია," - განაცხადა შტაინმაიერმა იტალიურ გაზეთ Carriere della Sera-თან საუბარში. შტაინმაიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში გერმანიამ ევროკავშირში შემოსული თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციების მესამედი მიიღო. 

იმისათვის, რომ ევროპამ შემოსული მიგრანტების რიცხვი შეამციროს, შტაინმაიერის აზრით, საჭიროა "საზღვრების უფრო ძლიერი კონტროლი და მეთვალყურეობა."

გერმანიაში პოლიტიკური პარტიები ქვეყანაში წლიურად შემოსული მიგრანტების რიცხვის კონტროლს მოითხოვენ. მაგალითად, ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ოპოზიცია მოითხოვს, რომ მაქსიმალურად ზღვრად წლიურად 200 000 მიგრანტი განისაზღვროს. მიუხედავად ამისა, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავსი ლიმიტის დაწესებას არ აპირებს. 

ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს გერმანიამ 175 000 თავშესაფრის მაძიებელი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ რიცხვში არ მოიაზრებიან უკრაინელები. 

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიის მთავრობას მეტი მიგრანტის მიღება სჭირდება, რათა კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი შეავსოს.