LIVE

ეროვნული ბანკის საბჭოს ორი ახალი წევრი ჰყავს - ვინ არიან და რა გამოცდილება აქვთ?

21 სექ 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
ეროვნული ბანკის საბჭოს ორი ახალი წევრი ჰყავს - ვინ არიან და რა გამოცდილება აქვთ?

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა, ხოლო კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს, პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი საბოლოოდ მაინც აირჩია.

აღსანიშნავია, რომ ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წლებში პარლამენტის დეპუტატი იყო, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან.“

"ბიზნეს ფორმულა" გთავაზობთ ინფორმაციას პარლამენტის მიერ არჩეული სებ-ის საბჭოს წევრების სამუშაო გამოცდილების და განათლების შესახებ:

ნანა ყეინიშვილი

სამუშაო გამოცდილება:

2012-2016 - პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

2001 - 2012 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი

1993 - 2001 შპს "მურომეცის" დირექტორი

1987 - 1988 საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტი

1987 - 1990 სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სამოქალაქო თავდაცვის კათედრის სპეციალისტი

ამასთან, ნანა ყეინიშვილი დღემდე შემდეგი კომპანიების დამფუძნებელი და დირექტორია:

შპს „სადმელი ჰესი“

შპს „დანიელი 2022“

შპს „ვიპ ფეი“

შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“

შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფი“

განათლება:

ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგი, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (სსსი) (წითელი დიპლომი); 1981-1986 წწ თბილისი, საქართველო;

საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა, 2004-2005 წწ თბილისი, საქართველო;

ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, 2005 წელი თბილისი, საქართველო

ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი (საქართველო კოლხეთი - ოქროს დიპლომი) 2022 წელი საქართველო.

თეიმურაზ ხომერიკი

სამუშაო გამოცდილება:

2012 - დღემდე - შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, ეროვნული პროგრამების კოორდინატორი

2011-2012 - ღირებულებათა ინსტიტუტი, დირექტორი

2011 - შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში

2011 - პოლონეთის რეგიონული განვითარების სამინისტრო

2009-2010 - რეგიონული განვითარების პროფესიული ქსელი საქართველოში, კოორდინატორი და ტრენერი;

2006-2008 - UNDP პროექტი დეცენტრალიზაციის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში, ექსპერტი ფინანსების და ეკონომიკის საკითხებში;

2008-2015 - საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საჯარო ადმინისტრაციის სკოლა - მოწვეული ლექტორი

2004 - საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, ადგილობრივი ფინანსების განყოფილება, განყოფილების უფროსი.

1999-2003 - საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, ხარჯების განყოფილება, საჯარო ფინანსების სპეციალისტი.

განათლება:

1991-1994 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურისპრუდენცია;

1990-1995 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკა და ფინანსები;

2004-2005 - პოლიტიკურ სწავლებათა უმაღლესი ინსტიტუტი (GRIPS) ტოკიო, მაგისტრის ხარისხი, საჯარო ფინანსები;

2015-2016 - საერთაშორისო განვითარების სწავლებათა უმაღლესი ინსტიტუტი, ჟენევა - სამაგისტრო პროგრამა აღმასრულებელთათვის, დიპლომი განვითარების პოლიტიკასა და პრაქტიკის საკითხებში.

19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. 

სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.

ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სამმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო.