
კლინიკა ანიმამ დოკუმენტების მართვის პროცესები სრულად გააციფრულა.
ადმინისტრაციულ მხარეს თანამშრომლებთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულებები, განცხადებები, შვებულებები და სხვა შიდა დოკუმენტები ახლა ელექტრონულად იწარმოება და ინახება.
ფრონტ ოფისში, ანუ პაციენტების რეგისტრაციის ნაწილში, სხვადასხვა თანხმობებზე ხელმოწერა ხდება ადგილზე - სპეციალური Signify პადის საშუალებით.
Signify-ის დანერგვამდე დოკუმენტებთან მუშაობას სჭირდებოდა: ამობეჭდვა, ხელმომწერის ადგილზე გამოცხადება, ფიზიკური ხელმოწერა და შემდგომ სკანირება - რაც იწვევდა დროისა და რესურსების მნიშვნელოვან დანახარჯს.
დღეს დოკუმენტების დამოწმებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ხელმოწერის ელექტრონულად შესრულება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობით. დოკუმენტების ციფრული არქივი კი იძლევა მართვისა და კონტროლის შესაძლებლობას.
„Signify-სთან თანამშრომლობით შევძელით არაერთი სირთულისა თუ დაბრკოლების გადალახვა, მარტივად, სწრაფად და ნაკლები ფინანსური დანახარჯებით, რაც ვთვლით, რომ თანამედროვე ბიზნესის წარმოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღევანდელ რეალობაში აუცილებელია, კომპანიებმა შეძლონ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში, რაზეც კლინიკა ანიმას გუნდი აქტიურად მუშაობს და წარმატებით იყენებს," ამბობს კახა სხირტლაძე, შპს „კეი ბი ლეგალ“-ის მმართველი პარტნიორი და კლინიკა ანიმას მთავარი იურისტი
კლინიკა ანიმას შესახებ
კლინიკა ანიმა - პირველი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ხელოვნური განაყოფიერების კლინიკაა საქართველოში, რომელიც ინტეგრირებულია მრავალპროფილურ სამედიცინო საავადმყოფო “პინეოსთან” და პაციენტებს სთავაზობს ყველა სახის მომსახურებას ჩასახვიდან (დაორსულებიდან) მშობიარობის ჩათვლით.
Signify-ის შესახებ
Signify კომპანიებს ეხმარება დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების გაციფრულებაში და უზრუნველყოფს იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული ხელმოწერების მიღებას.
საქართველოში პლატფორმას უკვე იყენებს არაერთი კლინიკა როგორც შიდა პროცესებისთვის საჭირო დოკუმენტების მართვის გასამარტივებლად, ასევე რეგისტრატურაში პაციენტის თანხმობის ფორმების ელექტრონულად შესავსებად, ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში.