აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შემდეგ, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ინდექსები დაეცა.
შემცირდა აშშ-ის სამივე ძირითადი საფონდო ინდექსი, თუმცა Microsoft-ის, Apple-ის და Nvidia-ს აქციების ვარდნის გამო, ყველაზე მეტად Nasdaq დაზარალდა.
Nasdaq Composite-მა 209.06 პუნქტზე მეტი, ანუ 1.53% დაკარგა, Dow Jones Industrial Average 76.85 პუნქტით, ანუ 0.22%-ით დაეცა, S&P 500 კი 41.75 პუნქტით, ანუ 0.94%-მდე გაუფასურდა.
როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, გუშინ Fed-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 5.25-5.50%-ის ფარგლებში დატოვა, თუმცა წელს 25 პროცენტული პუნქტით ზრდაზე მიანიშნა.
მას შემდეგ, რაც Fed-მა მიმდინარე წლის მარტში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, საბაზო ინფლაცია შემცირდა, თუმცა ის ახლა 3.67%-ს შეადგენს და მნიშვნელოვნად აჭარბებს ცენტრალური ბანკის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს.