მომდევნო წლიდან მგზავრთა ნაწილს სინგაპურის ჩანგის საერთაშორისო აეროპორტიდან მოგზაურობა პასპორტის გარეშე შეეძლებათ. ქვეყნის საიმიგრაციო კანონში ცვლილებები შედის.
კერძოდ, 2024 წლის პირველი ნახევრიდან, ჩანგის აეროპორტიდან გამგზავრებისთვის, მათ შორის ბარგის ჩაბარებისა და ჩასხდომის პროცედურების გავლისთვის, საკმარისი იქნება მხოლოდ ბიომეტრიული პირადობის მოწმობის წარდგენა. ამის შესახებ სინგაპურის კომუნიკაციების მინისტრმა, ჯოსეფინ ტეომ, პარლამენტში ორშაბათს განაცხადა.
"ეს შეამცირებს მგზავრთა ვალდებულებას, წარმოადგინონ პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტები, რაც მათ პროცედურების შეუფერხებლად და მოსახერხებლად გავლის საშუალებას მისცემთ",- განაცხადა ტეომ.
აღნიშნული ცვლილების ფონზე სავარაუდოა, რომ მომდევნო წელს სინგაპურში მოგზაურთა რიცხვი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდება და სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამჟამად სინგაპურში მეხუთე აეროპორტის ტერმინალი შენდება.
აღსანიშნავია, რომ ჩანგის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტად მიიჩნევა.