LIVE

სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა 2025 წლისთვის იგეგმება

19 სექ 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 207
სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა 2025 წლისთვის იგეგმება

სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა 2025 წლისთვის იგეგმებაამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა, თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა. 

ხიშბას თქმით, სოხუმის აეროპორტი აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას, სახელობის იქნება. 

სოხუმის აეროპორტი ქალაქიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იგი 1960-იან წლებში აშენდა, თუმცა 1993 წელს დაიკეტა. დატვირთულ სეზონებზე აეროპორტს ყოველდღიურად 5 000-მდე მგზავრის მიღება შეუძლია. 

ოკუპირებული აფხაზეთის მმართველობა აეროპორტის ხელახლა გახსნისა და ფრენების დაწყების შესახებ გამუდმებით აცხადებდა; თუმცა აქამდე ამბობდნენ, რომ აეროპორტი პირველ ფრენებს 2024 წლის იანვრისთვის მიიღებდა.

მიმდინარე წლის ივნისში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთმა და აფხაზეთმა სოხუმის აეროპორტის ხელახლა გახსნის შესახებ საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმება დაამტკიცეს. სექტემბერში აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის რუსი ინვესტორების განცხადებების მიღებას იწყებს.