საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიური ავიარეისების შესრულება იწყება.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანია China Southern Airlines-ი 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს.
ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს.
China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა. ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
ცნობისთვის, საქართველო ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. შესაბამისად, ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, საქართველოში უვიზოდ 30 დღე გაატარონ, მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის.