LIVE

თხილის ფასი ხარისხთან ერთად გაიზრდება - სააგენტო

26 აგვ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1755
თხილის ფასი ხარისხთან ერთად გაიზრდება - სააგენტო

თხილის ამჟამინდელი ფასი საბოლოო არ არის და ის ხარისხის ზრდასთან ერთად მოიმატებს, - ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ახლა მოსახლეობა ყიდის ნაადრევად ჩამოყრილ მოსავალს, რაც ხარისხიანი არ არის. 

"დღევანდელი ფასები არ არის რეალურად საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს კრეფის პროცესი. ის, რა თხილიც მიიტანეს სარეალიზაციოდ, ეს არის ცუდი ხარისხის, ანუ ჩამოყრილი თხილი, რომელიც ადრე ჩამოიყარა - ბუნებრივია ის ხარისხიანი არ იქნება. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჯერ თხილი გააშრონ და შემდეგ პირდაპირ ჩააბარონ საწარმოებში, რათა საწარმოებს ძალიან სჭირდებათ ხარისხიანი თხილი. ჩვენი მოლოდინია, რომ ამ სეზონზე თხილი იქნება რაოდენობრივად მეტი და ხარისხი იქნება მაღალი და შესაბამისად, ჩვენი ფერმერებისთვის ფასებიც მისაღები გვექნება", - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

მსოფლიო მასშტაბით, თხილის ბაზრის 70-75% თურქეთიდან მარაგდება. შესაბამისად, ეს ქვეყანა თხილის ფასის განმსაზღვრელია. აღსანიშნავია, რომ თურქეთში წელს თხილის ნორმალურ მოსავალს ელიან.