LIVE

ნავთობი გაძვირდა - OPEC+ ექსპორტის შემცირებას გეგმავს

21 აგვ 202312:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 338
ნავთობი გაძვირდა - OPEC+ ექსპორტის შემცირებას გეგმავს

ორშაბათს ნავთობის ფასები გაიზარდა. ფასების ზრდის მიზეზი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისა და მათი მოკავშირეების (OPEC+), კერძოდ, საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ გლობალური მიწოდების შემცირების მოლოდინი გახდა.

Brent-ის ფასმა 75 ცენტით მოიმატა და ბარელზე $85.55 შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 80 ცენტით გაძვირდა და ერთი ბარელის ღირებულება $82.05 გახდა.

გლობალურად ქვეყნები მიწოდების შემცირებას ელიან, რაც მათ მოთხოვნასა და, შესაბამისად, ნავთობის ფასებს ზრდის. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესმა იმპორტიორმა, ჩინეთმა, ივლისში საუდის არაბეთისაგან 31%-ით შეამცირა ნავთობის მიღება. მიუხედავად ამისა, რუსეთი ჩინეთისა და აზიის სხვა ქვეყნებისთვის კვლავ ნავთობის უდიდეს მიმწოდებლად დარჩა.