LIVE

ჩინეთისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი ივლისში კვლავ რუსეთი იყო

20 აგვ 202317:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 298
ჩინეთისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი ივლისში კვლავ რუსეთი იყო

ივლისში ჩინეთისთვის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი კვლავ რუსეთი იყო.

აღნიშნულ თვეს ჩინეთში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 13%-ით მეტი რუსული ნავთობი შევიდა, სულ 8.06 მილიონი ტონა, რაც დღიურად საშუალოდ 1.9 მილიონი ბარელი იყო. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ჩინეთისთვის პირველობა თავის ნავთობზე ფასდაკლების შემცირებისა და შიდა მოთხოვნის ზრდის მიუხედავად შეინარჩუნა.

2023 წლის პირველ შვიდ თვეში რუსეთიდან ჩინეთში 25%-ით მეტი ნავთობი შევიდა, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში: ჯამში სულ 60.66 მილიონი ტონა. 

ამის საპირისპიროდ, ჩინეთმა შეამცირა ნავთობის მიღება საუდის არაბეთიდან. კერძოდ კი, ივლისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 14%-ით, ხოლო ივნისთან შედარებით, 31%-ით ნაკლები ნავთობი (5.65 მილიონი ტონა) მიიღო.