LIVE

სამხრეთ კორეა მოსახლეობას მოსალოდნელი ტაიფუნის შესახებ აფრთხილებს

07 აგვ 202310:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 499
სამხრეთ კორეა მოსახლეობას მოსალოდნელი ტაიფუნის შესახებ აფრთხილებს

სამხრეთ კორეის ამინდის სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ტაიფუნის შესახებ აფრთხილებს. ტაიფუნი, სახელად "ხანუნი", სამხრეთ კორეის მეორე უდიდესი ქალაქის, ბუსანის მიმართულებით მიიწევს. 

შტორმი ბუსანის მახლობლად 10 აგვისტოსაა მოსალოდნელი. კორეის მეტეოროლოგიურმა ადმინისტრაციამ კვირას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიეონგსანგის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე შტორმი შესაძლოა ხმელეთზეც გადავიდეს. გარდა ამისა, გაიცა დამატებითი გაფრთხილება განგვონის პროვინციაში მოსალოდნელი ძლიერი წვიმისა და ქარის შესახებ. 

"ხანუნმა" რეგიონის რამდენიმე ქვეყანა უკვე სერიოზულად დააზარალა. ტაიფუნის გამო იაპონიის კუნძულ ოკინავაზე ელექტროენერგია გაითიშა, ხოლო ტაივანში ფინანსური ბაზრები და სკოლებიც კი დაიკეტა. მიუხედავად იმისა, რომ ტაიფუნი ამჟამად სამხრეთ კორეის მიმართულებით მიიწევს, არსებობს იმის ალბათობა, რომ შტორმი მიმართულებას შეიცვლის და ქვეყანა ბუნებრივ კატასტროფას თავიდან აირიდებს. 

გარდა სამხრეთ კორეისა, ტაიფუნის შესაძლო დარტყმისთვის ემზადება ჩინეთიც.