LIVE

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე მუშაობისთვის 4 ქვეყანა ერთობლივ საწარმოს ქმნის

25 ივლ 202317:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 785
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე მუშაობისთვის 4 ქვეყანა ერთობლივ საწარმოს ქმნის

აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი ერთობლივ შვილობილ საწარმოს დააფუძნებენ, რომლის საშუალებითაც გაგრძელდება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარება. შესაბამისი გადაწყვეტილება მხარეებმა ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბუქარესტში მიმდინარე შეხვედრაზე ოთხი ქვეყნის მთავრობათა ენერგეტიკული უწყებების პირველმა პირებმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს.

2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენს. პროექტი 1,195 კმ სიგრძის კაბელის საშუალებით სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემის პირდაპირ ევროპის ენერგოსისტემასთან დაკავშირებას გულისხმობს.