LIVE

ივნისში ევროზონის საბაზო ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად დაჩქარდა

19 ივლ 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 262
ივნისში ევროზონის საბაზო ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად დაჩქარდა

ივნისში ევროზონის საბაზო ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად დაჩქარდა.

ევროსტატის თანახმად, საბაზო ინფლაცია, რომელიც ენერგიის და საკვების ცვალებად ფასებს გამორიცხავს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მონეტარულ პოლიტიკას, წინა წელთან შედარებით, 5.5%-მდე გაიზარდა, რაც ეკონომისტების პროგნოზს, 5.4%-ს აჭარბებს. 

ევროზონის ზოგადი ინფლაციის მაჩვენებელმა ასევე 5.5% შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 8.6% იყო. 

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ინფლაციის სამიზნე 2%-ია. 

საბაზო ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ ბანკი, სავარაუდოდ, კვლავ გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. გასულ თვეში ECB-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზო პუნქტით, 3.2%-დან 3.5%-მდე გაზარდა. ეს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ეკონომისტები მომავალ შეხვედრაზე განაკვეთის კვლავ 25 საბაზო პუნქტით ზრდას ელიან. 

დღესვე ცნობილი გახდა გაერთიანებული სამეფოს ინფლაციის მაჩვენებელი. ივნისში ქვეყანაში შემცირდა როგორც ზოგადი, ასევე საბაზო ინფლაცია - წლიური ინფლაციის დონემ 7.9%, საბაზო ინფლაციამ კი 6.9% შეადგინა.