LIVE

ჩინეთი 15 აგვისტოდან ხელოვნური ინტელექტს დაარეგულირებს

22 ივლ 202311:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 386
ჩინეთი 15 აგვისტოდან ხელოვნური ინტელექტს დაარეგულირებს

ჩინელმა მარეგულირებლებმა დაასრულეს მუშაობა იმ პირველად წესებზე, რომლის მიხედვითაც ხელოვნური ინტელექტი (AI) დარეგულირდება.

რეგულირების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ტექნოლოგია სწრაფად მზარდი გახდა. როგორც ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციაში (CAC) აღნიშნეს, ახალი რეგულაციის შესაქმნელად ისინი რამდენიმე სხვა მარეგულირებელთან ერთად მუშაობდნენ. კანონპროექტი ძალაში 15 აგვისტოდან შევა.

ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ცნობილი მაგალითი ChatGPT, რომელიც ამერიკულ კომპანია OpenAI-ს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ზოგადად AI-ის რეგულირების საკითხზე ცალკეული ქვეყნები აქტიურად მსჯელობენ, რათა მასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები დაზღვეული იყოს. ჩინეთის შემთხვევაში კონტროლი უფრო მკაცრია, გამომდინარე იქიდან, რომ კომუნისტური ქვეყნის მთავრობა ცენზურისა და რეგულირების გზით, მთლიანად შიდა ინტერნეტს აკონტროლებს.