![ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას აგრძელებს](/uploads_script/articles/2023/07/11/bik9qb1hkzq89hi.jpeg)
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა დღეს დილით მუშაობა განაახლა.
ადმინისტრაციის მიერ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აეროპორტი დაგეგმილზე 3 საათით ადრე გაიხსნა და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს.
გუშინ გვიან ღამით აეროპორტის ოპერირების დროებით შეჩერება გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. უხვი ნალექის გამო, აეროპორტი დაიტბორა, ჩამოინგრა ჭერის ნაწილიც.