LIVE

შვეიცარიის რეფერენდუმში ისლამური საბურველის აკრძალვის მომხრეებმა გაიმარჯვეს

08 მარ 202115:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 1120
შვეიცარიის რეფერენდუმში ისლამური საბურველის აკრძალვის მომხრეებმა გაიმარჯვეს
EPA

შვეიცარიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 51.2%-მა საზოგადოებრივ სივრცეებში ისლამური საბურველის, მათ შორის ბურკისა და ნიქაბის აკრძალვას დაუჭირა მხარი.

აკრძალვის წინადადება მემარჯვენე სახალხო პარტიამ (SVP) წამოაყენა, რომლის კამპანიის მთავარი ლოზუნგი იყო „შეაჩერე ექსტრემიზმი“. შცეიცარიის წამყვანმა ისლამურმა ჯგუფმა რეფერენდუმს მუსულმანებისთვის „ბნელი დღე“ უწოდა.

„დღევანდელი გადააწყვეტილება ხსნის ძველ ჭრილობებს, კიდევ უფრო ამძაფრებს სამართლებრივ უთანასწორობას და მუსულმანური უმცირესობისთვის გარიყულობის მკაფიო სიგნალს აგზავნის“ - ნათქვამია მუსლიმთა ცენტრალური საბჭოს განცხადებაში, რომლის თანახმად, ისინი გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

აკრძალვის წინააღმდეგია მთავრობაც, რომელიც აცხადებს, რომ ქალებს ვერ უკარნახებს, თუ რა უნდა ჩაიცვან.

ლუცერნის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, შვეიცარიაში თითქმის არავინ ატარებს ბურკას და მხოლოდ 30% ატარებს ნიქაბს. 8.6 მილიონიანი შვეიცარიის მოსახლეობის დაახლოებით 5% მუსლიმია, რომელთა უმეტესობა თურქეთიდან, ბოსნიიდან და კოსოვოდან არის.