LIVE

ჩინეთმა იაპონიას გადაუსწრო და ავტომობილების უმსხვილესი გლობალური ექსპორტიორია

08 ივლ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 399
ჩინეთმა იაპონიას გადაუსწრო და ავტომობილების უმსხვილესი გლობალური ექსპორტიორია

2023 პირველ კვარტალში ჩინეთმა იაპონიას გადაუსწრო და გლობალურად ნომერ პირველი ავტომობილების ექსპორტიორი გახდა.

უფრო ზუსტად, მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში, ჩინეთიდან ავტომობილების ექსპორტი წლიურად 76%-ით, დაახლოებით 1.5 მილიონ ერთეულამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრია აქამდე მუდმივად იზრდებოდა. გასულ წელს, ჩინეთმა რეიტინგში გერმანიის ადგილი დაიკავა და მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა 3.32 მილიონი ავტომობილით. S&P Global-ის მონაცემებით, 2022 წელს ჩინეთის 3.32 მილიონი ავტომობილის ექსპორტი 57%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს. 

გლობალურ საავტომობილო ბაზარზე ჩინეთის ასეთი დაწინაურება პირდაპირ უკავშირდება მის მიერ წარმოებული ელექტრომობილების დაბალ ღირებულებას. ავტომწარმოებლები SAIC Motor და Chery ჩინეთის ავტომობილების ექსპორტის ლიდერები არიან. BYD და Geely ასევე აჩვენებენ უზარმაზარ საექსპორტო პოტენციალს. 

მიღმა ჩინეთისა, 2023 წლის პირველ კვარტალში, ავტომობილების მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი იყო იაპონია (954 000 ავტომანქანა), მესამე - გერმანია (840 000), მეოთხე პოზიცია დაიკავა სამხრეთ კორეამ (840 000), ხოლო მეხუთე ადგილზე მოხვდა მექსიკა (741 000).