LIVE

მთავრობა კამპანია Starring Georgia-ს კონცერტებით წელს ₾150 მილიონს ელოდება

30 ივნ 202314:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 442
მთავრობა კამპანია Starring Georgia-ს კონცერტებით წელს ₾150 მილიონს ელოდება

მთავრობა კამპანია Starring Georgia-ს კონცერტებით წელს 150 მილიონ ლარს ელოდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2-წლიანი კამპანიის სავარაუდო ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია.

"წელს, დაახლოებით, 28 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ამ ღონისძიებებზე ველოდებით 100 000-მდე სტუმარს, ბილეთები რეკორდული სისწრაფით გაიყიდა და აქაც ჩანს, რომ ეს სწორი პროგრამა იყო. საზოგადოებაში ამაზე კონსენსუსი და პოზიტიური მოლოდინები არსებობს. შემოსავლები, რაც მიღებულია დღეისათვის, 17 მილიონი ლარია, ამას გარდა, 4.5 მილიონი ლარია სპონსორობით მიღებული შემოსავლები და წლის ბოლომდე 150 მილიონი ლარის ფარგლებში შემოსავალს ველოდებით", - თქვა პრემიერმინისტრმა. 

Starring Georgia არის Black Sea Arena-ს 2-წლიანი კამპანია, რომლის მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

ღონისძიებების ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია: 

Nile Rodgers & Chic – 5 აგვისტო, Black Sea Arena, Front Stage; 

FKJ – 6 აგვისტო, Black Sea Arena, Front Stage; 

Damian Lazarus – 10 აგვისტო, The Social Space; 

The Killers – 15 აგვისტო, Black Sea Arena; 

All Day I Dream – 18 აგვისტო, The Social Space; 

Imagine Dragons – 31 აგვისტო, Mikheil Meskhi Stadium;

Bruno Mars - 1 ოქტომბერი, Dinamo Arena.