
უკრაინის ეკონომიკა რუსეთის ომის დაწყების შემდეგ მუდმივად მცირდება. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში უკრაინის ეკონომიკა მოსალოდნელზე შედარებით ნაკლებად შემცირდა.
Bloomberg-ის ეკონომისტების ვარაუდით, იანვარ-მარტის პერიოდში უკრაინის ეკონომიკას 13.7%-იანი კლება ექნებოდა; თუმცა აღნიშნულ პერიოდში უკრაინის ეკონომიკა მეტად დაბალი მაჩვენებლით, მხოლოდ 10.5%-ით შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კვარტალურ დონეზე უკრაინის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარ-მარტში, 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, 2.4%-ით მაღალი იყო.
უკრაინის ენერგეტიკული ქსელისა და სამრეწველო სექტორის დაუნდობელი სარაკეტო დაბომბვების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკაში აპრილისა და მაისის თვეებიდან ბიზნეს აქტივობის ზრდა შეიმჩნევა. მიუხედავად ამისა, კიევში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია Dragon Capital-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოლენა ბილანის თქმით, აღნიშნულ პოზიტიურ ტენდენციაზე უარყოფით უნდა აისახოს გასული კვირის კატასტროფა, როდესაც უკრაინაში, კერძოდ კახოვკის ოლქში, ჰესი აფეთქდა, რამაც რეგიონში უდიდესი წყალდიდობა გამოიწვია.