LIVE

უკრაინაში ქარის 500 მგვტ-იანი ელექტროსადგური გაიხსნა

26 მაი 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 430
უკრაინაში ქარის 500 მგვტ-იანი ელექტროსადგური გაიხსნა

უკრაინის უმსხვილესმა კერძო ენერგეტიკულმა კომპანია DTEK-მა საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში 500 მგვტ-იანი ქარის ელექტროსადგური ოფიციალურად გახსნა. ტილიგულის ქარის ელექტროსადგური ფრონტის ხაზიდან 100 კმ-ში მდებარეობს. 

კომპანიამ სადგურის პირველი ფაზის დასრულება აღნიშნა. I ფაზა 19 ტურბინას მოიცავს და მასში 200 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო. ამ ეტაპზე სადგურს 114 მგვტ-ს გამომუშავება შეუძლია. 

II ფაზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სადგურს 64 ტურბინა დაემატება და გამომუშავება 384 მგვტ-ით გაიზრდება. პროექტი ჯამში 450 მილიონი ევრო დაჯდება.

DTEK-მა სადგურის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო. 

ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმებმა უკრაინას დიდი ზიანი მიაყენა და ზამთარში მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვა. უკრაინა ცდილობს, რომ ზამთრამდე სექტორი აღადგინოს და გააძლიეროს.