
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს 200 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის აქტივები გაუყინა. ევროკომისიის სპიკერის, კრისტიან ვიგანდის განცხადებით, რუსეთს მოუწევს უკრაინისთვის მიყენებული ზარალის საფასურის გადახდა.
გარდა ამისა, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა გაყინა ჯამში 24.1 მილიარდი ევროს ოდენობის კერძო რუსული აქტივები, რომლებიც სანქცირებულ პირებსა თუ კომპანიებს ეკუთვნოდა.
ამასთან, უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირმა 1 500-მდე ადამიანი დაასანქცირა, რუსეთთან მრავალი პროდუქტითა და ტექნოლოგიებით ვაჭრობაზე უარი თქვა და მოსკოვისთვის მთავარი შემოსავლების წყაროები შეზღუდა.