LIVE

აპრილში ბათუმში ახალაშენებული ბინების ფასი 19%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე $908-ია

16 მაი 202311:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 413
აპრილში ბათუმში ახალაშენებული ბინების ფასი 19%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე $908-ია

ბათუმში 2023 წლის აპრილში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 19%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 908 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Colliers Georgia ავრცელებს.

განახლებული მონაცემებით, ძველი ბინების შემთხვევაში ფასი მხოლოდ 1%-ით, 690 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 32%-იანი კლება დაფიქსირდა. უფრო დეტალურად, აპრილში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე 42%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 28% და 27%-იანი კლება დაფიქსირდა.

2023 წლის აპრილში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აპრილთან შედარებით 20%-ით შემცირდა და სულ 1 133 ბინა გაიყიდა. ბაზრის ზომა კი 15%-ით 50 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.

რაც შეეხება თბილისსაპრილში თბილისში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა გასაყიდი ფასი კვლავ იზრდება.