LIVE

აშშ, ევროპა და უკრაინის სხვა მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებენ

03 მაი 202316:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 525
აშშ, ევროპა და უკრაინის სხვა მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებენ

აშშ, ევროპა და უკრაინის სხვა ძირითადი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებენ

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი სანქციები აამოქმედეს. მათი რიცხვი იზრდება, რადგან რუსეთის აგრესიის შეწყვეტის ნიშანი კვლავ არ ჩანს. 

Bloomberg-ი საკითხთან დაკავშირებულ ადამიანებზე დაყრდნობით წერს, რომ შეზღუდვებს ქვეყნები ინდივიდუალურად, მაგრამ კოორდინირებულად აწესებენ და მათი მთავარი მიზანი არსებული სანქციების ხარვეზების აღმოფხვრაა. 

სანქციების შესახებ დეტალები მაისის ბოლოს იაპონიაში "დიდი შვიდეულის" ლიდერების შეხვედრის დროს გახდება ცნობილი. 

ოფიციალური პირების თქმით, ევროკავშირის სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი ძირითადად ყურადღებას გაამახვილებს არსებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობებისა და ხარვეზების სრულად აღმოფხვრაზე. სამუშაო დოკუმენტი რუსეთში მრავალი პროდუქტის ტრანზიტის აკრძალვას ითვალისწინებს. სანქციები ასევე შეეხება გემებს, რომლებიც სანავიგაციო სისტემებს თიშავენ. 

ბლოკის სანქციები, სავარაუდოდ, დამატებით 30 ადამიანს დაუწესდება. 

წყაროების თანახმად, სანქციების საკუთარ პაკეტებზე მუშაობენ აშშ, იაპონია და კანადა.

კანადის ზომები შეეხება ადამიანის უფლებებს, მათ შორის უკრაინელი ბავშვების სავარაუდო გატაცებას და მოიცავს რუსეთის თავდაცვის სფეროს შეზღუდვებს. 

მოსალოდნელია, რომ G7-ის ლიდერები რუსული ბრილიანტების საზღვრებს მიღმა მოძრაობის თვალყურის დევნების მექანიზმზე გარკვეულ შედეგამდე მივლენ, რაც ბრილიანტებით ვაჭრობის შეზღუდვას საბოლოოდ შესაძლებელს გახდის.