LIVE

გენერალურ აუდიტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

12 აპრ 202314:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 653
გენერალურ აუდიტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ცოტნე ყავლაშვილს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობები სოფიო დვალიშვილმა და ზაზა შეყილაძემ დაიკავეს.

კერძოდ, გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობაზე სოფიო დვალიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კურირებს დეპარტამენტებს, რომლებიც ახორციელებენ ეფექტიანობის აუდიტის, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სექტორისა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტს. ის მანამდე ხელმძღვანელობდა თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტს (2018-2023).

ზაზა შეყილაძე კი, ახალი თანამდებობის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კურირებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტს, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტს, ასევე აუდიტის დეპარტამენტებს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში. იგი მანამდე ხელმძღვანელობდა სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტს (2014-2023).