
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ახალი გენერალური აუდიტორი ჰყავს. ცოტნე ყავლაშვილი სამსახურის თანამშრომლებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.
საქართველოს პარლამენტმა ახალი გენერალური აუდიტორი 87 ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა.
ყავლაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების 5 წლიანი ვადა ამოეწურა.
ცნობისთვის, ცოტნე ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად არჩევამდე, 2015 წლიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2013 წლიდან სახაზინო სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა.