LIVE

მიხეილ ლომთაძის ქონება ერთ წელში $1.8 მილიარდით გაიზარდა

09 აპრ 202316:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1202
მიხეილ ლომთაძის ქონება ერთ წელში $1.8 მილიარდით გაიზარდა

Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგის თანახმად, ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის ქონება ერთ წელიწადში $1.8 მილიარდით $3.7 მილიარდამდე გაიზარდა

მიხეილ ლომთაძე Kaspi.kz-ის, ყაზახეთის ერთ-ერთ უმსხვილესი ფინტექ კომპანიის, აღმასრულებელი დირექტორი და თანამფლობელია.

9 აპრილის მდგომარეობით, ლომთაძე გლობალურად მილიარდერების სიაში 856-ე ადგილზეა და მისი ქონება $3.5 მილიარდს შეადგენს. 

Forbes-ის თანახმად, გაიზარდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონებაც და ერთ წელიწადში $4.8 მილიარდიდან $4.9 მილიარდს მიაღწია.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ივანიშვილის ქონება კიდევ უფრო მეტს, $5.92 მილიარდს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში 409-ე ადგილზეა.

Bloomberg-ის სიაში მიხეილ ლომთაძე არ იძებნება.