LIVE

McDonald’s ასობით თანამშრომლის დათხოვნას აპირებს

04 აპრ 202314:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 273
McDonald’s ასობით თანამშრომლის დათხოვნას აპირებს

Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, სწრაფი კვების უდიდესი ქსელი McDonald’s მიმდინარე კვირაში ასობით თანამშრომლის დათხოვნას აპირებს. მასშტაბურ შემცირებებთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც კორპორაციამ ამერიკაში ოფისები დროებით დახურა და მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. 

Reuters-ის წყარო, რომლის ვინაობა არ საჯაროვდება, აცხადებს, რომ, რომ მუშაობის ონლაინ-რეჟიმზე გადასვლას მასობრივი შემცირებების გამოცხადება მოჰყვება. გარდა შემცირებებისა, კომპანია დასაქმებულების გარკვეულ რაოდენობას დააწინაურებს. 

McDonald’s-ში გლობალურად 150 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათი 70% კი აშშ-ის გარეთ, სხვა ქვეყნებში მუშაობს. 

გლობალურ შემცირებებში არ მოჰყვება 2 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც უშუალოდ კომპანიის კუთვნილ რესტორნებშია დასაქმებული. ამ ეტაპზე McDonald’s რაიმე კომენტარს არ აკეთებს. 

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში კომპანიამ განაცხადა რესტრუქტურიზაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ განიხილება პერსონალის შემცირება. 

ბოლო პერიოდში არაერთი მსხვილი ამერიკული კომპანია თანამშრომლების რიცხვს მნიშვნელოვნად ამცირებს. მათ შორისაა ისეთი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Zoom, Dell, PayPal, Spotify,  Alphabet, Microsoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.