LIVE

McDonald’s ამერიკულ ოფისებს დროებით ხურავს - კომპანია შემცირებებისთვის ემზადება

03 აპრ 202313:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 477
McDonald’s ამერიკულ ოფისებს დროებით ხურავს - კომპანია შემცირებებისთვის ემზადება

სწრაფი კვების უდიდესი ქსელი McDonald’s აშშ-ში დროებით ხურავს ოფისებს; Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კორპორაცია რესტრუქტურიზაციას გეგმავს და  თანამშრომლებს მოსალოდნელი შემცირებების შესახებ აფრთხილებს. 

გასულ კვირას McDonald’s ამერიკელ და საერთაშორისო თანამშრომლებს ელფოსტით დაუკავშირდა და ორშაბათიდან ოთხშაბათამდე სახლიდან მუშაობა სთხოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ თანამშრომელს დაითხოვს კორპორაცია. 

კომპანიამ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები შეეხება მთელი კომპანიის მასშტაბით კადრების განაწილებას.

McDonald’s-მა ჯერ კიდევ იანვარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი ბიზნეს-სტრატეგიის ფარგლებში კორპორაციაში პერსონალის განაწილება შეიცვლებოდა, რაც ზოგიერთი მიმართულებით კადრების შემცირებას ნიშნავს. ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარი კომპანიისაგან არ კეთდება.