LIVE

TikTok-ის სარეკლამო ბიზნესი სწრაფად იზრდება

26 მარ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 550
TikTok-ის სარეკლამო ბიზნესი სწრაფად იზრდება

იმის პარალელურად, რომ აშშ-ში ჩინური სოციალური პლატფორმა TikTok-ის შეზღუდვას სულ უფრო აქტიურად განიხილავენ, აპლიკაცია ციფრული რეკლამების ინდუსტრიას სწრაფი ტემპით იპყრობს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია სპორტული კონტენტი. ნებისმიერი სპორტული ღონისძიების დროს, მარკეტინგული კომპანიებისთვის ყველაზე მიმზიდველი აპლიკაცია სწორედ TikTok-ია. აღსანიშნავია, რომ კომპანიებისთვის ახლა მთავარი სამიზნე სეგმენტი ახალგაზრდა აუდიტორიაა, ამ მხრივ კი ჩინური პლატფორმა უკონკურენტოა. შედეგად, მან უკვე შეძლო ამ გზით მილიარდობით დოლარის სარეკლამო შემოსავალი მიეღო

მაგალითად, წლევანდელი Super Bowl-ის დროს State Farm-მა დიდი თამაშის სატელევიზიო რეკლამაზე უარი თქვა და ამის ნაცვლად TikTok-ზე და ზოგადად სოციალურ მედიაზე ორიენტირებული სარეკლამო კამპანია ჩაუშვა. გამომდინარე იქიდან, რომ Super Bowl-ის დროს ბევრმა ავტომწარმოებელმაც გვერდი აუარა სატელევიზიო რეკლამას, Hyundai-ს წლევანდელი პრიორიტეტიც TikTok გახდა. მიღმა იმისა, რომ ამ გზით კომპანიები ზუსტ სამიზნე აუცდიოტირიაზე გადიან, სატელევიზიო რეკლამასთან შედარებით, ხარჯებიც ნაკლებია. 

Insider Intelligence-ის მონაცემებით, 2023 წელს TikTok-ის სარეკლამო შემოსავალი, სავარაუდოდ, $6.83 მილიარდს მიაღწევს, რაც 2022 წელს დაფიქსირებულ $5 მილიარდზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი მთლიანი ციფრული რეკლამის დანახარჯების დაახლოებით 2%-ია, საერთო ჯამში TikTok-ის შემოსავლები სწრაფად მზარდია. მათ შორის Insider Intelligence ელის, რომ TikTok-ის სარეკლამო შემოსავალი აშშ-ს ბაზარზე 2024 წელს $8 მილიარდს გადააჭარბებს. ცხადია, ეს იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმა აშშ-ში ხელმისაწვდომი დარჩება.

ცნობისთვის, TikTok-ს აშშ-ში აკრძალვის საფრთხე ემუქრება. თუ მისი ჩინური მშობელი კომპანია ByteDance არ გაყიდის თავის წილს, აკრძალვის საკითხი წესრიგში დადგება. ბაიდენის ადმინისტრაციამ და ასევე კონგრესის ორპარტიულმა წევრებმაც არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება TikTok-ზე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების რისკზე. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, პლატფორმა ამერიკელი მომხმარებლების პირად მონაცემებს შესაძლოა ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას აწვდიდეს. ამ ყველაფრის ფონზე კი, როგორც  Insider Intelligence-ის წარმომადგენელი ენბერგი ამბობს, კომპანიები მხოლოდ ერთ პლატფორმაზე ზედმეტად დამოკიდებულნი არ უნდა იყვნენ და ეს საშიშია. ამიტომ, უნდა განაახლოთ დივერსიფიკაცია.