
Japan Industrial Partners-ი (JIP) Toshiba-ს ყიდულობს. Toshiba Corp-ის საბჭო JIP-ის $15 მილიარდიან წინადადებას დღეს დათანხმდა.
წარმატებული გარიგების შედეგად, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იაპონურ კომპანიას JIP და მისი თანამემამულე ინვესტორები, მათ შორის Orix, Rohm და Chubu Electric Power შეიძენენ.
Refinitiv-ის მონაცემებით, ეს გლობალურად მიმდინარე წელს მესამე უმსხვილესი ტრანზაქცია იქნება.
Toshiba ფართო კონგლომერატია, რომლის ბიზნესი მოიცავს ბირთვულ ენერგიას, თავდაცვის ტექნოლოგიას და ფლობს მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი კომპანია Kioxia Holdings-ის 40%-ს.
კომპანიაზე მძიმედ აისახა საბუღალტრო და მენეჯმენტის სკანდალები, რომელიც 2015 წელს დაიწყო, რამაც ინვესტორებთან უთანხმოება და ზარალი მოუტანა.
Toshiba-ს აქციები ბოლო ერთი წლის განმავლობაში 12%-ით დაეცა.