LIVE

TikTok გადამწყვეტ მომენტშია - აშშ-ში კანონმდებლები აპლიკაციის აკრძალვას განიხილავენ

21 მარ 202319:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 344
TikTok გადამწყვეტ მომენტშია - აშშ-ში კანონმდებლები აპლიკაციის აკრძალვას განიხილავენ

TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორის, შუ ზი ჩუს განცხადებით, ჩინეთის საკუთრებაში არსებული მოკლე ვიდეო-აპლიკაციების კომპანია გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას, რადგან ამერიკელი კანონმდებლები , უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, აპლიკაციის აკრძალვას აპირებენ

TikTok-ს აშშ-ში 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ეს ამერიკელების თითქმის ნახევარს უდრის. შედარებისთვის 2020 წელს ჩინური აპლიკაციით ამერიკაში 100 მილიონი ადამიანი სარგებლობდა. სანამ შუ ზი ჩუ ხუთშაბათს აშშ-ის კონგრესის წინაშე წარდგება, მან უკვე განაცხადა, რომ "ზოგიერთმა პოლიტიკოსმა TikTok-ის აკრძალვაზე უკვე დაიწყო საუბარი "ეს კი ამ 150 მილიონ მომხმარებელს აპლიკაციის გარეშე დატოვებს.”

აღმასრულებელმა დირექტორმა TikTok-ის მომხმარებლებს სთხოვა, კომენტარი გააკეთონ ამერიკელი კანონმდებლების განხილვებთან დაკავშირებით და მათ გააგებინონ, თუ “რა უყვართ TikTok-ში”. 

ჩუმ ისიც აღნიშნა, რომ აშშ-ში 5 მილიონამდე ბიზნესი წარმატებით იყენებს აპლიკაციას მომხმარებლებთან დასაკავშირებლად. 

ისინი, ვინც TikTok-ს ეჭვის თვალით უყურებენ, აღნიშნავენ, რომ აპლიკაცია ჩინეთის ხელისუფლების ქვეშ მყოფ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის, რაც უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის საკითხებთან დაკავშირებით აჩენს კითხვებს. Tiktok ჯაშუშობის ბრალდებებს უარყოფს. 

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუკი TikTok-ის ჩინელი მეპატრონეები წილებს არ გაყიდდნენ, ბაიდენის ადმინისტრაცია ქვეყანაში აპლიკაციის დაბლოკვით იმუქრებოდა

TikTok, რომელმაც $1.5 მილიარდი დახარჯა მონაცემთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ცვლილებების შემუშავებაზე, აცხადებს, რომ თუკი ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა აშშ-ის მიზანი, წილების გაყიდვა და ჩინელი მეპატრონეების გამოცვლა აპლიკაციაში მონაცემთა ნაკადებსა და წვდომაზე მაინც არაფერს შეცვლის.