
მექსიკაში, საჰაერო გზით, საქართველოს მოქალაქეების შესვლის მაჩვენებელი ბოლო წლებში თითქმის ყოველწლიურად იზრდება. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა გასულ წელს, როცა ამ რიცხვმა 7600-ს გადააჭარბა.
2023 წლის სტატისტიკიდან ცნობილია მხოლოდ იანვრის მონაცემები და ის 380-ს აღემატება, მაშინ, როცა გასული წლის იანვარში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 260 იყო.
გასული 6 წლის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, აშშ-ის ვიზის არმქონე პირები ქვეყანაში შესვლას მექსიკა-აშშ-ის საზღვრის უკანონო გადაკვეთით ცდილობენ.