LIVE

SVB-ის ბრიტანულ შვილობილს HSBC ყიდულობს

13 მარ 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 540
SVB-ის ბრიტანულ შვილობილს HSBC ყიდულობს

HSBC აცხადებს, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკის, Silicon Valley Bank-ის ბრიტანულ შვილობილს 1 ფუნტად ყიდულობს.

„ეს შენაძენი შესანიშნავი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა დიდ ბრიტანეთში ჩვენი ბიზნესისთვის“, - განაცხადა HSBC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნოელ ქუინმა.

აშშ-ის მარეგულირებლებმა Silicon Valley Bank 10 მარტს, მას შემდეგ დახურეს, რაც მისი რთული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მეანაბრეების მიერ თანხის გატანა მოჰყვა.

დახურვის შემდეგ, ბანკის აქტივების მართვას მთავრობა ახორციელებს. 

HSBC-ის თანახმად, 10 მარტის მდგომარეობით, Silicon Valley Bank UK Limited-ს ჰქონდა დაახლოებით 5,5 მილიარდი ფუნტის სესხი, დეპოზიტები კი დაახლოებით 6,7 მილიარდ ფუნტს შეადგენდა.

„SVB UK-ის მატერიალური კაპიტალი, სავარაუდოდ, იქნება დაახლოებით 1,4 მილიარდი ფუნტი“, - ნათქვამია HSBC-ს განცხადებაში.

ინგლისის ბანკის განცხადებით, მიმდინარე მოვლენებს SVBUK-ის გარდა, სხვა ბანკებზე გავლენა არ მოუხდენია ქვეყნის საბანკო სისტემა გამართულია და საფრთხეს არ ემუქრება.

გუშინ ბრიტანეთის ხაზინამ განაცხადა, რომ ამერიკული ბანკის მარცხმა შეიძლება მძიმე დარტყმა მიაყენოს ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს.

SVB ყველაზე დიდი ამერიკული ბანკია, რომელიც 2008 წლის შემდეგ დაიხურა.