LIVE

SVB-ის კოლაფსის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობა ტექნოკომპანიების დახმარების გეგმაზე მუშაობს

12 მარ 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 496
SVB-ის კოლაფსის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობა ტექნოკომპანიების დახმარების გეგმაზე მუშაობს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუშაობს გეგმაზე, რათა Silicon Valley Bank-ის ჩამოშლის შემდეგ, ადგილობრივი ტექნიკური კომპანიები ნაღდი ფულის გარეშე არ დარჩნენ

ბრიტანეთის ხაზინის განაცხადებით, ეს საკითხი პრიორიტეტულია და სურს, ამერიკული ბანკის მარცხის შემდეგ, ქვეყნის ზოგიერთი ყველაზე პერსპექტიული კომპანიის ზარალი მინიმუმამდე შეამციროს.

აშშ-ის მარეგულირებლებმა SVB პარასკევს მას შემდეგ დახურეს, რაც ბანკის რთული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მეანაბრეების მიერ თანხის გატანა მოჰყვა.

SVB ყველაზე დიდი ამერიკული ბანკია, რომელიც 2008 წლის შემდეგ დაიხურა. 

ბანკის ბრიტანული შვილობილი კომპანია დღეიდან გადახდისუუნაროა.

საკითხზე ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი, კანცლერი ჯერემი ჰანტი და ინგლისის ბანკის ხელმძღვანელი ენდრიუ ბეილი მოლაპარაკებებს მართავენ. 

ხაზინის განმარტებით, ამერიკული ბანკის მარცხმა შეიძლება მძიმე დარტყმა მიაყენოს გაერთიანებული სამეფოს ტექნოლოგიურ კომპანიებს და ის გამოსავალზე ინტენსიურად მუშაობს.