LIVE

გიორგი კოდუა რუსულ კანონზე: მიღება ავიაციას დააზარალებს

07 მარ 202315:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 442
გიორგი კოდუა რუსულ კანონზე: მიღება ავიაციას დააზარალებს

„ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა ამბობს, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება ავიაციას დააზარალებს. 

მისი თქმით, კანონის მიღება ხელს შეუშლის USAID-ის პროგრამისგან მიიღოს დაფინანსება FI სტანდარტის დანერგვისა და კადრების გადამზადებისთვის.

"შეუძლებელია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა იყოს იზოლირებული მსოფლიო ცივილიზაციებისგან. ყველაფერი რაც ჩვენ გვაქვს იმპლემენტირებული არის ევროპელებისა და ამერიკელების დახმარებით. უფრო კონკრეტულად, ავიაციის მიმართულებით, ჩვენი კვალიფიკაცია, მოდის დასავლეთიდან. ავიაციის სააგენტოს არ აქვს იმის რესურსი, რომ FI სტანდარტი დანერგოს. USAID-მა და კიდევ სხვა ორგანიზაციებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მათ ინტერესშია საქართველოში ამ სტანდარტების დანერგვა, იმისათვის, რომ თბილისი-ნიუ-ორკის რეისი განხორციელდეს. ხოლო გრანტი, რომელსაც USAID გასცემს იქნება რამდენიმე მილიონი დოლარზე, რომელიც საქართველოს მთავრობაზე უნდა გაიცეს. საინტერესოა ამ კუთხით, მთავრობაც აგენტი იქნება?", - განაცხადა გიორგი კოდუამ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატებისგან დაკომპლექტებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები დაარეგისტრირა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.