LIVE

FBI-ის შეფასებით, პანდემია სავარაუდოდ, ჩინეთში ლაბორატორიიდან გაჟონვამ გამოიწვია

01 მარ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 498
FBI-ის შეფასებით, პანდემია სავარაუდოდ, ჩინეთში ლაბორატორიიდან გაჟონვამ გამოიწვია

FBI-ის შეფასებით, Covid-19 პანდემია, სავარაუდოდ, ჩინეთში, უჰანში მდებარე ლაბორატორიის გაჟონვამ გამოიწვია. ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა ქრისტოფერ ვრეიმ განაცხადა.  

მისი თქმით, FBI უკვე დიდი ხანია მიიჩნევს, რომ პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, უჰანში პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტის შედეგია, თუმცა, კონფიდენციალურობის გამო, მას დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.  

მის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის შეფასებით, პანდემია ჩინეთში ლაბორატორიის უნებლიე გაჟონვამ გამოიწვია. თუმცა, სხვა სააგენტოები ჯერ კიდევ განიხილავენ მისი ბუნებრივად გავრცელების შესაძლებლობას, ნაწილისთვის კი მისი წარმომავლობა გაურკვეველია.  

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ორშაბათს აშშ-ის მთავრობამ პანდემიის წარმომავლობის შესახებ საბოლოო კონსენსუსს ვერ მიაღწია.