LIVE

მაჩუ-პიქჩუ ტურისტებისთვის კვლავ გაიხსნა

19 თებ 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 684
მაჩუ-პიქჩუ ტურისტებისთვის კვლავ გაიხსნა
Canva

პერუს მთავარი ტურისტული სანახაობა, მაჩუ-პიქჩუ ვიზიტორებისთვის კვლავ გაიხსნა. ინკების ციტადელი თითქმის ერთი თვის წინ, ანტისამთავრობო დემონსტრაციების გამო, გაურკვეველი ვადით დაიხურა

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძეგლი ხალხისგან დაცლილი 25 დღის განმავლობაში იყო. 

პერუში საპროტესტო გამოსვლები ვადამდელი არჩევნების ჩატარების და დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის, პედრო კასტილიოს გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო. დემონსტრაციების გამო, მაჩუ-პიქჩუსთან მისასვლელი საკვანძო მარშრუტები დაიბლოკა. აქციების გამო, მუშაობა შეწყვიტა მატარებელმა, რომელსაც მგზავრები და ტვირთი ძეგლის მიმართულით გადაჰყავდა. საპროტესტო გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გრძელდება, მაგრამ ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ახლა ძეგლის მონახულება უსაფრთხოა.

საპროტესტო გამოსვლების გამო, ტურისტულმა კომპანიებმა ასობით ტური გააუქმეს, რამაც სექტორზე მნიშვნელოვნად იმოქმედა.