LIVE

საპროტესტო გამოსვლების გამო, მაჩუ-პიქჩუ გაურკვეველი ვადით დაიხურა

22 იან 202316:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 605
საპროტესტო გამოსვლების გამო, მაჩუ-პიქჩუ გაურკვეველი ვადით დაიხურა

ქვეყნის ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, პერუს ცნობილი ტურისტული ადგილი - მაჩუ-პიქჩუ გუშინ გაურკვეველი ვადით დაიხურა.

პერუს მთავრობის განცხადებით, ტერიტორიის და მასთან მისასვლელი ბილიკის დაკეტვის მიზანი ტურისტებისა და მოქალაქეების დაცვაა. 

მაჩუ-პიქჩუს სარკინიგზო მიმოსვლა ხუთშაბათს მას შემდეგ შეჩერდა, რაც მატარებლის ლიანდაგები დაზიანდა. ისინი, სავარაუდოდ, მომიტინგეებმა დააზიანეს.

ქვეყნის ტურიზმის მინისტრის, ლუის ფერნანდო ჰელგუეროს თქმით, შემთხვევის გამო, ადგილზე 418 ადამიანი დარჩა. მათ შორის, 148 უცხოელი და 270 პერუელი იყო. მათ მოცდა საათობით მოუწიათ, თუმცა საბოლოოდ, ყველა მათგანი გამოიყვანეს.

პერუში ძალადობრივ საპროტესტო აქციებში ათობით ადამიანი დაიღუპა. 

დემონსტრანტები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის, პედრო კასტილიოს გათავისუფლებას მოითხოვენ. ის, აჯანყების ბრალდებით, 18-თვიან წინასწარ პატიმრობას იხდის.