ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ დღეიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ვრცელდება ფასების ზედა ზღვარი, რაც წამლებს საშუალოდ 40%-ით გააიაფებს.
როგორც მინისტრი განმარტავს, 400-ზე მეტი მედიკამენტის შემთხვევაში კომპანიების მიმართვის საფუძველზე ფასები გადაიხედა და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ დღეიდან რეფერენტული ფასი თავდაპირველად დაანონსებულზე ნაკლებ მედიკამენტს შეეხო.
„1200-ზე მეტი მედიკამენტიდან ნაწილი გასაჩივრდა, ამიტომაა რომ დღეს ძალაში 800-ზე მეტ მედიკამენტზე შევიდა რეფერენტული ფასები. დანარჩენების ფასის გადახედვა მოხდა, ამას უკვე 1-თვიანი ვადა აქვს და 15 მარტიდან შევა ძალაში. საკმაოდ კარგად მიდის თანამშრომლობა ფარმაცევტულ სექტორთან და ძალაში შესვლამდეც, რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმე კომპანიამ ფასები მკვეთრად შეამცირა, მადლობა მათ ამისთვის“,- განაცხადა მინისტრმა.