LIVE

გასულ წელს Shell-ის მოგებამ რეკორდულ $40 მილიარდს მიაღწია

03 თებ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 473
გასულ წელს Shell-ის მოგებამ რეკორდულ $40 მილიარდს მიაღწია

Shell-ის მოგებამ 2022 წელს $39.9 მილიარდს მიაღწია, რითაც 2008 წელს დაფიქსირებულ $31 მილიარდს გადააჭარბა.

ბრიტანული კომპანიის რეკორდული მოგება, რომელიც, გასულ წელთან შედარებით, გაორმაგდა, ასახავს აშშ-ის კონკურენტების მიერ ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ მონაცემებს და ქმნის საფუძველს საიმისოდ, რომ მთავრობებმა ენერგოსექტორში მომუშავე კომპანიებს გადასახადები კიდევ უფრო გაუზარდონ.

Shell-ის მოგებამ ასევე რეკორდულ მაჩვენებელს - $9.8 მილიარდს მიაღწია მეოთხე კვარტალში, რაც თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ვაჭრობის განახლებას უკავშირდება. ეს მაჩვენებელი აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს - $8 მილიარდს. 

ამასთან, მესამე კვარტალში დანაკარგისა და LNG ობიექტებში გათხევადების მოცულობის მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, კომპანიის LNG განყოფილების მოგებამ მიაღწია $6 მილიარდს, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.  

უკრაინაში რუსეთის ომმა ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის გლობალურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, რამაც Shell-ს და მის კონკურენტებს მოგება მოუტანა.  

ენერგიაზე გაზრდილ ფასებს მთავრობებმა გადასახადების დაწესებით უპასუხეს. Shell-ის განცხადებით, ის ელოდება დაახლოებით $2.4 მილიარდის სააღრიცხვო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებთან.