LIVE

გვენეტაძე: არაპოპულარული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უდრის სწორ მონეტარულ პოლიტიკას

01 თებ 202313:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 370
გვენეტაძე: არაპოპულარული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უდრის სწორ მონეტარულ პოლიტიკას

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ არაპოპულარული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სწორ მონეტარულ პოლიტიკას და ჯანსაღ ფინანსურ სისტემას უდრის.

მან დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში მონეტარული პოლიტიკის რიგით 55-ე და ბოლო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სებ-ის პრეზიდენტის პოსტზე გვენეტაძის 7-წლიანი ვადა 2 მარტს იწურება და ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.

კობა გვენეტაძე სებ-ის მომდევნო პრეზიდენტს დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას ურჩევს.

„ზოგადად, სებ-ის პრეზიდენტი არ უნდა მოერიდოს არაპოპულარულ და არაპოპულისტურ გადაწყვეტილებებს. როგორც კი დაიწყება ეროვნული ბანკის მიერ პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება, იმ დღიდან დაიწყება რისკების დაგროვება. იმ ადამიანს, ვინც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება, წარმატებებს ვუსურვებ და ვუსურვებ იმაზე მეტს მიაღწიოს, ვიდრე ჩემი პრეზიდენტობის დროს შევძელით.

მინდა ვურჩიო, რამდენიც არ უნდა გააკრიტიკონ და თქვან, რომ ეს ცუდია, არ მოადუნოს ყურადღება და აუცილებლად გააგრძელოს დედოლარიზაციის ღონისძიებები“,- აღნიშნა გვენეტაძემ.