LIVE

2022 წელს საქართველოში 10 822 სამშენებლო ნებართვა გაიცა

30 იან 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 320
2022 წელს საქართველოში 10 822 სამშენებლო ნებართვა გაიცა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2022 წელს 10 822 სამშენებლო ნებართვა გაიცა. წლიური ზრდა 7.2%-ია.

გასულ წელს გაცემული ნებართვები, ქვეყნის მასშტაბით 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, რაც 2021 წელთან შედარებით, 0.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

საქსტატის თანახმად, ნებართვების 77.2% ქვეყნის 4 რეგიონზე გადანაწილდა. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 51.9% მოდის თბილისზე, 10.5% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4% - ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.4% - იმერეთის რეგიონზე.

2022 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. საქსტატის ინფორმაციით, გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილი იყო მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

2022 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 2 661.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 51.3%-ით მეტი) 2 654 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.1%-ით მეტი).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდიოდა. კერძოდ, 36.6% თბილისზე, 11.8% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.2% - კახეთის რეგიონზე და 9.1% - იმერეთის რეგიონზე.