LIVE

დიდ ბრიტანეთში ავტომობილების წარმოება 66-წლიან მინიმუმზეა

29 იან 202314:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 452
დიდ ბრიტანეთში ავტომობილების წარმოება 66-წლიან მინიმუმზეა

გასულ წელს დიდ ბრიტანეთში წარმოებული ახალი მანქანების რაოდენობა მკვეთრად, 1956 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა.

ბრიტანეთის ავტომწარმოებელთა და ავტოგამყიდველთა ასოციაციის  ინფორმაციით, ახალი მანქანების რაოდენობის შემცირების მთავარი მიზეზი ჩიპების დეფიციტი და ზოგადად მიწოდების ჯაჭვში არსებული გლობალური პრობლემებია.

დიდმა ბრიტანეთმა გასულ წელს 775 014 მანქანა გამოუშვა. შედარებისთვის, პანდემიამდელ 2019 წელს, ქვეყანამ 1.3 მილიონი მანქანა აწარმოვა.

მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ 2025 წელს ისევ მილიონ მანქანას გამოუშვებენ, მაგრამ პანდემიამდელ დონემდე მისასვლელად საჭიროა დიდი ინვესტიცია და ასევე ახალი მწარმოებლების გაჩენაც.

კომპანიები შიშობენ, რომ დიდი ბრიტანეთი ჩამორჩება აშშ-სა და ევროკავშირს, როდესაც საქმე ეხება მწარმოებლებისთვის სახელმწიფო დახმარების შეთავაზებას.